გეოპოლიტიკური პროექტის მიღმა დარჩენილი საქართველო | რას კარგავს ქვეყანა "ოცნების" მმართველობისას

გამოქვეყნდა:

საქართველო შესაძლოა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის მიღმა აღმოჩნდეს. ევროკავშირმა რუსეთის დასანქცირების ფონზე აქტიურად დაიწყო ახალი მარშრუტების ძიება და მოლაპრაკებები ბუნებრივი რესურსების მისაღებად.

პირველი შეხვედრა ბაქოში შედგა, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება აზერბაიჯანის წილი ევროპული სახელმწიფოების ბუნებრივი აირით მომარაგებაში. განაცხადს აკეთებს ყაზახეთიც, რომელიც ევროკავშირს საკუთარ ნავთობს სთავაზობს.

გლობალური პროექტების განხორციელების შემთხვევაში საქართველოს წამყვანი როლი ექნება, როგორ ტრანზიტულ ქვეყანას, თუმცა ამისათვის კრიტიკულად აუცილებელია ქვეყნის ხელისუფელბის აქტიურობა საერთაშორისო ფლანგზე, თუმცა ამის ნაცვლად საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდბა ოკუპანტ სახელმწიფოზე და "ქართულ ოცნებას" მიზანმიმართულად შეყავს ქვეყანა რუსეთს ენერგეტიკულ ჩიხში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი