"საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს... ჩვენ აზრთა სხვადასხვაობაზე უნდა ვილაპარაკოთ" | კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

"საქართველოსთან ხანგრძლივი მეგობრობა გვაკავშირებს და ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანმებით... აზრთა სხვადასხვაობაზე უნდა ვილაპარაკოთ" - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საუბრობს. 

ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი მეგობრობა საქართველოსთან და როგორც კარგ მეგობრებს სჩვევიათ, ჩვენ ზოგჯერ ერთმანეთს არ ვეთანმებით. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს ამ აზრთა სხვადასხვაობაზე და ამას, როგორც წესი, პირად საუბრებში ვაკეთებთ, რაც ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუმცა, ზოგჯერ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, საჯაროდაც ვაკეთებთ განცხადებებს, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

ჩვენ გამოვაქვეყნეთ ოფიციალური განცხადება და გამოვთქვით შეშფოთება განაჩენის დროულობასა და ბრალდებებზე. აღსანიშნავია, რომ აშშ არ იყო ერთადერთი, ვინც ასეთი შეშფოთება გამოთქვა. ასეთები იყვნენ სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მეგობრები. ასე რომ, ეს არ მომხდარა ფარულად. ეს მოხდა საჯაროდ და ეს არის ნორმალური, სტანდარტული პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, აგორდა სკანდალი ისეთი რაღაციდან, რაც სრულებით არ არის სკანდალი, არამედ არის რუტინული ქმედება.

აშშ დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მართლმსაჯულების გასაუმჯობესებლად, მისი გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოიცავს უამრავ აზრთა გაცვლა-გამოცვლას ამერიკელ ექსპერტებსა და ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შორის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რუტინული შეხვედრებია და თუ ვინმეს სურს, რომ აქედან სკანდალი შექმნას, ალბათ ეს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. 

მე ვიყავი მესტიაში, ზუგდიდში, უამრავი პოზიტიური შეხვედრა მქონდე ქართველებთან და არ მქონია შესაძლებლობა, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენებისთვის თვალი მედევნებინა. ეს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის ერთ-ერთი დიდი პლიუსია. ასე რომ, მე არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, იმიტომ რომ არ ვიცი, რაზეა საუბარი, - ამბობს კელი დეგნანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი