"თუ მე ლევან მგალობლიშვილს ფიზიკურად გავუსწორდი, ეს იგივეა, გიგი უგულავას რომ დააბრალეს ძიუდოისტს სცემაო" | ვატო წერეთელმა პროკურატურა დატოვა

გამოქვეყნდა:

"იყო კითხვა, რომ რას უკავშირებთ და პირდაპირ ვუთხარი, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს იყო დაგეგმილი, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და ჩემი შეშინება. ლევან მგალობლიშვილს მე საერთოდ არ ვიცნობდი მანამდე, არც ანრი ოხანაშვილს, არც ზარქუას. არ ვიცნობდი მე საერთოდ და თუ მე ლევან მგალობლიშვილს ფიზიკურად გავუსწორდი, თქვენ თუ ნახავთ ლევან მგალობლიშვილს, ეს იგივე არის გიგი უგულავას რომ დააბრალეს ძიუდოისტს სცემაო" - ამის შესახებ TV პირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა. საგამოძიებო უწყებაში ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

საქმე ეხება ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს, სადაც წერეთელს ქართული ოცნების დეპუტატები ჯგუფურად დაესხნენ თავს. თუმცა, როგორც ირკვევა, საქმის გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ შოთაძის უწყებამ მოკვლევა შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობის მოთხოვნისა და ტვ პირველის დამფუძნებლის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ საქმეში არსებობს ანრი ოხანაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მიმართვებიც სადაც ისინი ვატო წერეთელს მუქარასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი