შრი-ლანკის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად პრემიერმინისტრი აირჩია

გამოქვეყნდა:

შრი-ლანკის პარლამენტმა ოთხშაბათს პრემიერ-მინისტრი რანილ ვიკრემესინგე აირჩია პრეზიდენტად მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი პროტესტის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა და გადადგა. პრემიერმინისტრი მისი მოვალეობის შემსრულებული იყო.

ახალი პრეზიდენტი დაიკავებს რაჯაპაქსას დარჩენილ ვადას, რომელიც 2024 წელს დასრულდება.

"მადლობას ვუხდი პარლამენტს ამ პატივისთვის, ჩვენი დაყოფა ახალ დასრულდა",- თქვა 73 წლის ვიკრემესინგემ მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვება საკანონმდებლო ორგანოს გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა.

ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისშია, რამაც სამოქალაქო არეულობა გამოიწვია. ამ კვირის დასაწყისში, ქვეყანაში დააწესდა საგანგებო მდგომარეობა.

ეს კანდიდატურა მომიტინგეებისთვის მისაღებად არ ითვლება, პროტესტის მონაწილეები მხარს მის მოწინააღმდეგეს უჭერენ.

ოფიციალურმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვიკრემესინგემ 134 ხმა მიიღო, ოპონენტმა ალაჰაპერუმამ კი 82.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი