"საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობა და ახლა პოლიტიკური ელიტის ჯერია, რომ პოლიტიკური განსხვავებები გადადონ გვერდით და იმუშაონ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელებაზე. ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ მათ საუკეთესო რჩევები, მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ საქართველოს პოლიტიკურ კლასზე და მის ქმედებებზეა დამოკიდებული", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტში საუბრობს. ცოტა ხნის წინ, ის, ევროპელ კოლეგებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.