"ჩვენ, ევროპარლამენტარები, საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები ვართ და გვინდა, რომ დაგეხმაროთ იმაში, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნას მიყვანილი. თუმცა, მანამდე არსებობს კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მაგიდაზე დევს. ჩვენ დიდი ინვესტიციები ჩავდეთ ამ ქვეყანაში, როგორც პირადი, ასევე პოლიტიკური და ფინანსური. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ამ ინვესტიციამ შესაბამისი შედეგი გამოიღოს", - ამბობს ევროპარალმენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტში, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.