სამარცხვინო დიპლომატიური სკანდალი "ქართული ოცნებისთვის". მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე უკიდურესად მძიმე ფორმით აკრიტიკებს ელჩს, რომელიც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს.
კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასეთი მძიმე ბრალდება უცხოელი დიპლომატის მიმართ საქართველოში არავის ახსოვს.
ოპოზიციის და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაოგნებას ვარ მალავენ და მხოლოდ ქართული ოცნების წევრები ცდილობენ გაამართლონ პარტიის ლიდერი. თავად კარლ ჰარცელი კი საქართველოდან მიდის - მან საკუთარი მისია დაასრულა და საქართველოს პოზიტიურად დაემშვიდობა.