პუტინის რეჟიმის კიდევ ერთი ოპონენტი საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი პიროვნება ხდება. ცნობილ ბლოგერს, რომელიც მუდმივად აკრიტიკებს კრემლის რეჟიმს, "ქართული ოცნება" სომხეთიდან საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევს.
ალექსეი რომანოვი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მის საქმიანობას უკავშირდება. ჟურნალისტის დევნაში საქართველოს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლების ოპონენტებიც ადანაშულებენ.
უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებსაც მოითხოვენ, თუმცა პასუხის იმედი არ აქვთ.
ავტორები: ნინა მაჩაბელი, ნატაშკა ჯახუტაშვილი