ევროპარლამენტარები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამარეობაა. შეხვედრაზე იმყოფებიან ალტერნატიული კონსილიუმის წევრებიც.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო საქართველოში დღეს, 20 ივლისს ჩამოვიდნენ. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.