"მთავარის" ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან ხვალ ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან ხვალ, 21 ივლისს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. 

1 საათის შემდეგ, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ეს ინფორმაცია უარყო. ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: "გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერმა ევროპარლამენტარებთან ხვალ ჩანიშნული შეხვედრა გააუქმა არის ძალიან დიდი ტყუილი!"

რაც შეხება ევროპარლამენტარების დელეგაციას, მათ ოფიციალური შეხვედრები უკვე დაასრულეს, რის შემდეგაც ისინი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი