ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტში. ევროპელი დაპუტატები ამ წუთებში ოპოზიციას ვდებიან. პირდაპირი მოლაპარაკება 6-კაციან დელეგაციას უკვე ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო ევროკავშირის ოფისში უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს. ევროპარლამენტარები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტსაც.
შეხვედრების მთავარი თემები ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია და პოლიტიკური პატიმრების, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხები იყო.
იხილეთ ასევე: