"აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან გვარამიას საქმეზე აპელირება" | ლომჯარია ევროპარლამენტარებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შეხვდა. როგორც ომბუდსმენი ამბობს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს.

მისივე თქმით, მომავალში ევროპარლამენტარებისგან მნიშვნელოვანი იქნება ნიკა გვარამიას საქმეზე აპელირება. გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობაზე.

"მე ვისაუბრე გვარამიას საქმეზე, იმიტომ რომ მათ რეზოლუციაშიც ნახსენები ჰქონდათ გვარამიას საქმე. ავუხსენი სახალხო დამცველის პოზიცია გვარამიას განაჩენთან და ბრალთან დაკავშირებით და რომ მე მიმართული მაქვს საქართველოს პრეზიდენტისთვის. აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან ამ საკითხზე სამომავლოდ კიდევ აპელირება, რადგან მე მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ის ინფორმაცია, რომელსაც ამჟამად ვფლობ. ბოლო დასკვნა სახალხო დამცველმა აპრილში გამოაქვეყნა და ვინაიდან მასთან შედიან მისი ექსპერტები და ამზადებენ დასკვნას, სახალხო დამცველი ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაზე ვუთხარი, რომ ეს საავადმყოფო და ეს გარემო ჩემი ექიმების განცხადებით არ არის მორგებული მისი ავადმყოფობის მკურნალობაზე და სხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო საქართველოში დღეს, 20 ივლისს ჩამოვიდნენ. ამ წუთებში ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე, ევროპარლამენტარებს შეხვედრები ჰქონდათ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი