ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა.

მათივე ინფორმაციით ბაიდენს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს. ის სრულად ვაქცინირებულია და გაკეთებული აქვს ორი ბუსტერდოზაც. 

თეთრი სახლის ინფორმაციითვე, ბაიდენმა სამკურნალოდ, მედიკამენტ პაქსლოვიდის მიღება დაიწყო.  

პრეზიდენტი თეთრ სახლში იზოლირებული იქნება და ინფორმაცია მის მდგომარეობაზე ყოველდღიურად გავრცელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი