"ვისაუბრეთ, როგორ აპირებს "ოცნება" რეფორმების განხორციელებას" | მაკალისტერი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერი განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარი თემა რეფორმების განხორცილებას, ასევე ოპოზიციისა და სამოქალქო საზოგადოების ჩართვას ეხებოდა. 

"მმართველ პარტიასთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხედავს "ქართული ოცნება" შემდგომ ნაბიჯებს, როგორ აპირებს ის ამ რეფორმების განხორციელებას, როგორ მოხდეს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. ასე, რომ ახლა იმ სიტუაციაში ვართ, რომ როდესაც პოლიტიკოსებმა საქართველოში უნდა იმუშაონ და შედეგები უნდა ვნახოთ წელიწადის ბოლოს", - ამბობს დევიდ მაკალისტერი

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში არიან ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი