"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საკითხზე საუბრისას ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, "ან თავად არის შეცდომაში შეყვანილი".
"რაც შეეხება რუსულ თემას, ან არ იცის, ან უნდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ან თვითონ არის შეცდომაში შეყვანილი. არათუ რუსული თემა არ არსებობს, რუსულ თემასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, პირველი - ეს არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ და ვაგრძელებთ მუშაობას, საერთაშორისო სასამართლო, საერთაშორისო ტრიბუნალი აგრძელებს მუშაობას, რათა ეს დანაშაულები, რაც რუსეთმა ჩაიდინა საქართველოში, ეს მიმდინარე პროცესი დაასრულოს. სტრასბურგის სასამართლოში მოვუგეთ რუსეთს და ესეც მიმდინარე პროცესია, როდესაც განგრძობით ოკუპაციაზე გვაქვს საუბარი", - თქვა ვოლსკიმ.
მანვე უკრაინის საკითხზე გაამახვილა ყურადღება:
"რაც შეეხება უკრაინასთან მიმართებით, არათუ არცერთ საერთაშორისო დოკუმენტს არ ჩამოვრჩით და ავტორები არ გავხდით, არამედ იქაც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ტრიბუნალში არის საკითხი შეტანილი. ამ საკითხებთან ლაპარაკის დროს, მე მგონი, სალომე ზურაბიშვილს უფრო სიღრმისეული ანალიზის გაკეთება მართებს წინასწარ", - თქვა გია ვოლსკიმ.
ამავე თემაზე: