
უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს რუსეთში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა უკრაინელ ჟურნალისტს პატიმრობა რუსული არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებისთვის.
„მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა გორდონ დიმიტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის (...) 2 თვის ვადით, ათვლა დაიწყება რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადირების მომენტიდან... ფედერაციაში, ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი დაკავების მომენტიდან“, - განაცხადა სასამართლომ.
ცნობისთვის, დმიტრი გორდონი 19 ივლისს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით არის აღძრული.
ამავე თემაზე: