
პოლონეთური მედიის ცნობით, ვარშავაში, ბანკის დაყაჩაღების საქმეზე პოლიცია ქართული ორგანიზებული დანაშაულის კვალს იძიებს. მედია გამომძიებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვები ფოკუსირებული ქართულ ორგანიზებულ დანაშაულზე.
" ოთხი კაცი ერთმანეთს აღმოსავლური აქცენტით ესაუბრებოდა. ისინი შეიძლება ქართველები იყვნენ", - აღნიშნავს გამომძიებელი.
ყაჩაღობა სამშაბათს დილით მოხდა. არაოფიცილურად, საუბარია ნახევარი მილიონი ზლოტის ქურდობაზე.
PAP მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ თავდამსხმელები თავდაპირველად ცდილობდნენ ბადრაგზე თავდასხმას დანით. მან თავის დაცვა სცადა, რის შემდეგაც თავში ჩაარტყეს. ბადრაგმა გაქცეულ დამნაშავეებს დაახლოებით ათი ტყვია ესროლა.