კლანური მმართველობაა, როდესაც მოსამართლის მიერ განხილული საქმე არ მოგწონს, იბარებ, ანგარიშს სთხოვ და მერე სჯი- კობახიძე

გამოქვეყნდა:

„წარმოდგინეთ, რომ არის რაღაც კონკრეტული საქმე, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება, არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. შეიძლება, მე არ მომწონდეს განაჩენი ვიღაცის მიმართ. მათ შორის, იმის გამო, რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრის, ან ყოფილი წევრის მიმართ იყოს და ა.შ. წარმოიდგინეთ, ამის გამო მე ვიბარებ მოსამართლეს, ანგარიშს ვთხოვ, ვეკითხები, რატომ გამოიყენა ესა თუ ის სასჯელი და ამის მერე რაღაცას ვუკრძალავ. არც ვიცი, ეს რამდენად შეიძლება, იყოს სადისკუსიო თემა. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, ხოლო როცა ამას საელჩოს თანამშრომელი აკეთებს, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი, უხეში დარღვევა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. ვიღაცებს ხომ პირზე აკერიათ ეს ტერმინი, კლანი და კლანი თუ რამეა, ეს არის ზუსტად კლანური მმართველობა, როდესაც ვიღაცის მიერ განხილული საქმე არ მოგწონს, იბარებ, ანგარიშს სთხოვ და მერე სჯი. აი, ეს არის კლანური მმართველობა“,

- თქვა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე, ლაშა ჩხიკვაძეზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი