მშობლები და მათი 6 წლის გოგო აიოვას შტატში, პარკში სასიკვდილოდ დაჭრეს

გამოქვეყნდა:

პარასკევს აიოვას შტატის პარკში მშობლები და მათი 6 წლის გოგო სასიკვდილოდ დაჭრეს. 9 წლის ბიჭი თავდასხმას გადაურჩა, ის უსაფრთხოდაა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ასევე, იპოვეს პარკში გარდაცვლილი. მასაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.

DCI-მ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილი, 23 წლის იყო. სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია მოტივის შესახებ.

პოლიცია იძიებს რა კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან ეჭვმიტანილს და ოჯახს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი