საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის - ამის შესახებ ინფორმაციას პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"აგვისტოს ბოლოს მე და მარია გადავდივართ თბილისში, სადაც მექნება პატივი ვიმსახურო გერმანიის #ელჩად #საქართველოში. უყურეთ ამ სივრცეს"- წერს ფიშერი.
ცნობისთვის, 2018 წლის ივლისიდან პეტერ ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1986 წლიდან მუშაობს.