პრობაციონერების სასჯელებით ვაჭრობა და საჯარო მოხელეების აღრიცხვა | ვინ იყვნენ გოგაშვილის ადრესატები

გამოქვეყნდა:

დემოკრატიული არჩევნები თუ სპეცოპერაცია ხალხის ნების წინააღმდეგ? ეს კითხვა სავსებით ლეგიტიმურად ჟღერს, თუკი გავითვალისწინებთ იმ ბინძურ და უკანონო მეთოდებს, რა მეთოდებითაც ქართული ოცნება საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს.

გოგაშვილის მასალებში, რომელიც სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა არასამთავრობოებს მიაწოდა, კარგად ჩანს გარიგებაც კრიმინალურ სამყაროსთან, ზეწოლაც საჯარო მოხელეებზე და სახელმწიფო რესურსების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაც. კაცმა რომ თქვას, ახალი ამაში არაფერია, მაგრამ დოკუმენტები და თან იმ ადამიანის მხირდან, რომელიც ახლა ღიად ამბობს, რომ მანკიერი სისტემის ნაწილი იყო, თავისთავად კიდევ უფრო მძიმე ხარისხის მტკიცებულებაა.

მაგალითად პრობაციონერები - არ გაგიკვირდებათ, თუ აღმოაჩენთ, რომ იმ პრობაციონერებში, ვისი სასჯელის ჩამოკლებაზეც ვაჭრობა 2018 წელს მიდიოდა, რაფაელ მურსაკულოვია, ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით შანაი ბრუკი მოკლა.

შეუქმნა თუ არა დაკისრებული სასჯელის უსამართლოდ, მხოლოდ პარტიული ნიშნით გაუქმებამ დაუსჯელობის სინდრომი ამ ადამიანს? სავარაუდოა რომ კი. ვისზე დგას სისტემა - გასაჯაროებული მასალებიდან ჩვენ დავადგინეთ ადამიანები, ვინც ამ პრობაციონერების სასჯელებით ვაჭრობდნენ ან არალოიალურ საჯარო მოხელეებს აღრიცხავდნენ და თავისიანებს აწინაურებდნენ.

შემდეგ ეს შემსრულებლები სამსახურეობრივად წინაურდებოდნენ, მათ შორის ის ადამიანიც აღმოჩნდა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს მკვლელების და ძებნილების შეწყალების სკანდალური სია დაუდო ხელმოსაწერად.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი