საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის ციხეში - სუს-ის გამომძიებლები სოსო გოგაშვილს დნმ-ის ნიმუშებს უღებენ

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის ციხეში - სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელთა ჯგუფი ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს დნმ-ის ნიმუშებს უღებს. ეს სავარაუდოდ იმ მტკიცებულებებთან შესადარებლადაა საჭირო, რომელიც გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს. პროცესს დაკავებულის ადვოკატებიც ესწრებიან.

სოსო გოგაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ მას იარაღი "ჩაუდეს". 

სუს-იდან გამოტანილ დოკუმენტებთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები კი პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირ მზადყოფნას ვაცხადებთ გამოძიებასთან სათანამშრომლოდ, დაგვიკავშირდნენ წინა კვირის ბოლოს, ხვალ მივდივარ გასაუბრებაზე. ჯერ გამოძიება არ დაუწყიათ და გასაუბრებაზე გვიბარებენ, ჩვენ ბუნებრივია ამ ფორმატშიც მივალთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყებენ გამოძიებას", - თქვა TI-ის დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანმა. 

სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული დოკუმენტები, რომლებიც არჩევნების გაყალბების ფაქტებს ეხება, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა გაშიფრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი