"ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს ევროსტრუქტურებში გაერთიანება არ იყო ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება რაც შეიძლება დიდი ხნით", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.
ამბობს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, "თუ ბიძინა ივანიშვილი დასძლევს თავის ამბიციებს და აჩვენებს ქართულ ოცნებას რომ მისი ინტერესებით კი არა საქართველოს ინტერესებისგან დაიცვან ქვეყანა რუსული გავლენებისგან".
ევროპარლამენტარი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ ქართულ ოცნებას ეკისრება. თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ხელისუფლებასთან კონსულტაციები აუცილებელია.
არ უნდა წარმოიდგინოს ქართულმა ოცნებამ, რომ ეს ფორმალური მონიტორინგი იქნება. ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილები გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას. ყველა მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციისთვის, ისე მთავრობისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.
ჩვენ დავარღვიეთ სიჩუმე, რაც დიდი გარღვევაა და ევროკავშირმა შემდგომი გაფართოების განხილვა დაიწყო. ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტია. მაგრამ რასაკვირველია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას.
ყველა მხრიდან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გახდნენ შუამავლები მთავრობასა და ოპოზიციას შორის. ძალიან ძლიერი პოლარიზაციაა და ჩვენ ეს ასევე მოვიხსენიეთ ეს რეზოლუციაში. ძალიან დიდია პოლარიზაცია, რომელიც არ არის ხელშემწყობი იმისთვის, რომ გადალახოთ არსებული დაბრკოლებები და მიაღწიოთ სანუკვარ შედეგს.
ზოგჯერ ოპოზიციამ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა გაერთიანდნენ როგორც ეს იყო სლოვაკეთში და ერთობლივი ბრძოლა აწარმოა. ანალოგიური მოხდა ბოლო დროს მოლდოვაშიც, - ამბობს იუკნევიჩიენე.
რასა იუკნევიჩიენეს ინტერვიუ სრულად:
იხილეთ ასევე: