ამ ეტაპზე ნავთობი მხოლოდ რუსეთიდან შემოგვაქვს, საქართველოში ოფისი არ გვაქვს - "არაგვი იპექსის" დირექტორი

გამოქვეყნდა:

"არაგვი იმპექსში" "ნაციონალური მოძრობის" განცხადებას უპასუხეს. კომპანია ადასტურებს, რომ ქვეყანაში რუსული ნავთობი შემოაქვს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორი უარყოფს, რომ ბიზნესის უკან რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები, მამა-შვილი კაკაბაძეები დგანან.

ოფიციალური დოკუმენტებით "არაგვი იპექსსა" და კაკაბაძეებს შორის კავშირი არ იკვეთება, თუმცა ენმ დარწმუნებულია, რომ არა მოსკოვში მამა-შვილის გავლენები, კომპანია რუსეთიდან ნავთობის გატანას ვერ შეძლებდა.

"არაგვი იმპექსის" დირექტორი, გიორგი ტარიელაშვილი დაახლოებით ერთი წლის წინ კაკაბაძეების იურისტი იყო და მათ კონკრეტულ მომსახურებას უწევდა. 

"პირველ რიგში ჩემთვის ძალიან სამწუხაროდა, რომ ასეთ კონტექსტში არის ნახსენები ჩემი კომპანია. მეორე, სამწუხაროა, რომ გაიგივებულია სხვა ადამიანებთან მე ვადასტურებ ერთადერთ რაღაცას, რომ კომპანია "არაგვი იმპექსი" არის ნავთობის იმპორტით დაკავებული, რუსეთიდანაც შემოგვაქვს, ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსეთიდან. ოფიციალურად ოფისი არ გვაქვს, არ არის ისეთი საქმი

მე ვყოფილვარ დავით კაკაბაძის იურისტი, იურიდიული მომსახურების ფარგლებში", - ამბობს გიორგი ტარიელაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე 3 კომპანია დაასახელა, რომელსაც ქვეყანაში რუსული ნავთობი შემოაქვს - ვისოლჯგუფი, არაგვი იმპექსი და ლუკოილი. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი