დღეს პროკურატურაში გასაუბრებაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი მივა. ხვალ კი უწყებაში "სამართლიანი არჩევნების" დირექტორს ელოდებიან. ამ გასაუბრებების შემდეგ გაირკვევა, დაიწყებს თუ არა გამოძიებას პროკურატურა საქმეზე, რომელიც არჩევნების გაყალბებას უკავშირდება.

საგამოძიებო უწყებამ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები არჩევნების გაყალბების იმ მასშტაბური სქემის გასაჯაროების შემდეგ დაიბარა, რომელიც მესამე სექტორმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიწოდებული მამხილებელი დოკუმენტების საფუძველზე გაშიფრა.

"პროკურატურას თავად მივმართეთ ჩვენ არჩევნების მანიპულირებასთან დაკავშირებულ სქემაზე რომ გამოვაქვეყნეთ კვლევა, ამის გარშემო გვექნება შეხვედრა, სრულად და დეტალურად მივაწვდით ყელა ინფორმაციას, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქმეზე დეტალური რეალური გამოძიება ჩატარდეს და დადგეს რეალურად ის შედეგი, რომელიც ამ პრაქტიკას ბოლოს მოუღებს. გამოძიება ჯერ არ დაწყებულია, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ გასაუბრების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი