"ჩემი მხარდაჭერა პატრიოტ და უნიჭიერეს ახალგაზრდას, ირაკლი კობახიძეს. ვადასტურებ, მის მიმართ უზარმაზარ პატივისცემას და გვერდში დგომას! ზუსტად იმიტომ ებრძვიან მოღალატეები, რომ გრძნობენ მის ღირსეულობას და სიძლიერეს, მაგრამ შანსი 0%".
წერს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე, რომელმაც წარსულში დაწერა, რომ მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ "ქვეყნის მტრები და სი*ები არიან". მოგვიანებით მან პოსტი წაშალა.