ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა 

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებს ეკონომიკურ სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე  გამოქვეყნდა. 

საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ექვსი თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე.

განცხადების ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს სანქციები, რომლებიც პირველად შემოიღეს 2014 წელს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის ფონზე.

სანქციები  ამჟამად შედგება დარგობრივი ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის ფინანსების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საქონელზე შეზღუდვების ჩათვლით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი