არ აქვს არანაირი მორალი და ღირსება, ორი სიტყვა არ იცის ქართული - ღუდუშაური არახამიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური უკრაინის რადას ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამიაზე ამბობს, რომ არანაირი მორალი და ღირსება არ გააჩნია. მისივე აზრით, მან ქართულად ორი სიტყვა არ იცის.

"ადამიანს, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არ აქვს არანაირი მორალი და არანაირი ღირსება, ეს არის არახამია, თქვენ ხედავდით როგორ შეუფარავად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე როგორ ურტყამს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ღირსებას და საზოგადოებას. იმიტომ რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორი სიტყვა არ იცის ქართული, საქართველოს საზოგადოებას ესაუბრება, რომ თურმე აქ უნდა იყოს რევოლუცია", - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" მხირდან დავით არახამია კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც "მთავარ არხთან" ვრცელ ინტერვიუში თქვა, რომ  "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". მისივე აზრით, საქართველო რუსეთის თამაშში ჩაერთო და ქვეყანამ ისიც ვერ თქვა, რომ უკრაინაში ომი რუსეთის აგრესიაა. მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი იანუკოვიჩივით დაასრულებს, სჯობს, ნებაყოფლობით დათმოს ძალაუფლება. ინტერვიუში არახამიამ, ასევე თქვა, რომ მზადაა პირადად ჩამოვიდეს საქართველოში და აქაური პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დააკავშიროს, მას ერთი პირობა აქვს პოლიტიკოსები პრორუსები არ უნდა იყვნენ.

გარდა ამისა, არახამიამ თქვა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან ფერმერებს წასვლა უნდოდათ. მათ 100-100 ათასი დოლარი გადაიხადეს ოჯახის ყველა წევრზე, მოსკოვიდან ჩასულმა თანამშრომელმა კი ისინი ავტობუსით, ფსბ-ს მოწმობით თბილისამდე ჩაიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი