"მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე და თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით"... | არახამია 

გამოქვეყნდა:

უკრაინული რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ის მზად არის დაეხმაროს საქართველოსა და ქართველ ლიდერებს ევროპის ლიდერებთან დაააკავშიროს

დავით არახამია ამბობს, რომ მზად არის მედიაციის პროცესში პირადად ჩაერთოს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობა აქვს, მთავარია, რომ პრორუსი არ იყოს. 

"ინსტიტუციურად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზადაა, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქ ბევრი ფსევდოპროცესია. სამწუხაროდ, ვერ ვგრძნობ, რომ საქართველოში ასეთი პოლიტიკური ნება არსებობს. ადამიანი აბსოლუტური ძალაუფლებით ევროინტეგრაციასთან ერთად, თავის ბერკეტებს დაკარგავს. მერე კი იქნება უფრო დაცული, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავში უნდა გადახარშოს. თქვენი ხელისუფლება ამ ტრანსფორმაციისთვის მზად არ არის, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმრავლესობას ევროპა უნდა, ისინიც ვალდებული არიან ამ იდეის გამო იცეკვონ და თავი მოაჩვენონ, თითქოს ამაზე მუშაობენ. 

ჩვენ დაგეხმარებით. მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით - ჩემთვის სულერთია რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს",- ამბობს დავით არახამია. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი