"სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა უკომენტაროდ დატოვა ყალბი ბრალდებები აშშ-ს მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე" | იან კელი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი "მთავარ არხთან" ეხმაურება.

"სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა ელჩ დეგნანთან შეხვედრა დაადასტურა და ამავე დროს კომენტარის გარეშე დატოვა ის ყალბი ბრალდებები, რომელთა მიხედვით აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს", - თქვა მან. 

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. 
ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ "ოცნებამ" პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

ივანიშვილი ამბობს, რომ "როდესაც ომის უშუალო საფრთხე" მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი