"ეს სავალდებულო ძალის მატარებელი არ უნდა იყოს" | დიმიტრი გვრიტიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციებზე

გამოქვეყნდა:

სასამართლო კლანი ევროკომისიის რეკომენდაციების წინააღმდეგ - კლანის პოზიცია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა გაახმოვანა. მას მიაჩნია, რომ ქართველი მოსამართლეებისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული განმარტება სავალდებულო ძალის მატარებელი არ უნდა იყოს.

ეს სავალდებულო ძალის მატარებელი არ უნდა იყოს. თუმცა როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტული და ოფიციალური განმარტება, რაღა თქმა უნდა, შეიძლება საფუძვლად დაედოს ჩვენს გადაწყვეტილებას... ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული ვერსია ჩვენთვის მისაღებია და ამის საწინააღმდეგო შენიშვნა არ დამიფიქსირებია. მოსამართლეები ვაღიარებთ, რომ ევროპული სასამართლოს განმარტება ნამდვილად ავტორიტეტულია და შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს ჩვენს გადაწყვეტილებებს და კიდეც დადებულა ბევრ შემთხვევაში”- ამბობს გვრიტიშვილი. 

მესამე სექტორში კი თვლიან, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია და მაღალი სტანდარტის გარანტიები თავად მოსამართლეები უნდა იყვნენ.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი