
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთს თურქეთისთვის ჯერჯერობით არ გადაუცია პირები, რომლებსაც თურქეთი ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით ეძებს.
"მათ უნდა შეასრულონ ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავბლოკავთ მათ წინადადებას NATO-ში გაწევრიანებაზე", - თქვა მან.
ჩავაშოღლუ ასევე ამტკიცებს, რომ "შვედეთსა და ფინეთში ტერორიზმის პროპაგანდა გრძელდება".
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. მათს სურვილს თურქეთი ეწეინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტულ ორგანიზაციას მხარს უჭერდნენ. ანკარა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ივნისში დათანხმდა, თუმცა ორ ქვეყანას პირობები წაუყენა.