
რუსეთის ეკონომიკისთვის საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი მაშველი რგოლი ხდება. რუსეთ-საქართველოს ერთადერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაკვირვება მკაფიოდ აჩვენებს, რომდენად გახსნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანა ოკუპანტებისთვის.
საქართველოში მომავალი ტურისტების, ბიზნესმენებისა თუ სპეცაგენტების ნაკადი არ წყდება, ისევე, როგორც დაუსრულებელია საქართველოდან რუსეთში მიმავალი სატვირთო კოლონების რიგი.
საქართველო საბოლოოდ გადაიქცა რუსული ეკონომიკის შავ ხვრელად და ეს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა. რიგითი მოქალაქეები კი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პუტინის რეჟიმის დანაშულის აღიარების შემთხვევაში თანამშრომლობენ რუსეთის მოქალაქეებთან.
ავტორი: ზურა პეტროსიანი