საბერძნეთში ქართველმა კაცმა სახლი გაძარცვა | დამნაშავეს ადგილობრივები დაედევნენ და მოპარული ნივთები წაართვეს

გამოქვეყნდა:

დღეს კორინთიის ქალაქ ალმირიში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პოლიცია "ქართულ მაფიასთან" მის კავშირს იძიებს. 

როგორც  მედია იტყობინება, აღნიშნული კაცი 28 ივლისს შუადღისას კორინთიის ქალაქ ალმირიში სხვის სახლში შეიჭრა, მაგრამ მეზობლებმა ის შენიშნეს. კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მორიგე მაშველმა და ადგილობრივებმა მისი შეჩერება შეძლეს.

მძარცველს მოპარული ნივთები, მათ შორის ნაღდი ფული და ძვირფასეულობა ჩამოართვეს და პოლიცია გამოიძახეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი