არასამთავრობო ორგანიზაციები სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, დაკავებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ხელისუფლებას გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვის და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიების განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია.
"სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, თუმცა ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება. სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დაანონსა, მის მიერ სისტემური დანაშაულების მხილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2018 და 2020 წლის არჩევნებზე, მმართველი პარტიის მიერ, და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უკანონო მობილიზებისა და პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ. ასევე, გოგაშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისგან უკანონო დავალებების მიღების, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის გადაცემაში უსაფრთხოების სასამხურის ჩართულობის, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ უმძიმესი დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.
განმცხადებლები მოუწოდებენ:
ხელს აწერენ: