ჯიჯეიშვილმა მოკლული მირიან კუკავას სახელი და გვარი ტელევიზიით გაიგო | "მთავარმა" ცხვარიჭამიაში მომხდარი მკველელობის საქმის მასალები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმის მასალები მოიპოვა, სადაც მთავარი ფიგურანტის, დავით ჯიჯეიშვილის ჩვენებაცაა. 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა პირველი დაკითხვისას მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. დუმილს კი მისი ემოციური ფონით ხსნის. ჯიჯეიშვილი მხოლოდ იმას ამბობს რომ  მირიან კუკავას მანამდე არ იცნობდა და პირველად იმ საბედისწერო დაბადების დღეზე ნახა.

ცხვარიჭამიაში სააგარაკე ადგილის დათვალიერების ოქმში ვკითხულობთ რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტებმა სისხლის რამდენიმე გუბე აღმოაჩინეს. ასევე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი შავი ფერის დანა. იუბილეზე 50-მდე ახალგაზრდა, მათ შორის ორი, ერთამნეთისთვის უცნობი ჯგუფი იმყოფებოდა. თავად იუბილარისა და მისი დის მეგობრები. 

დანაშაულის მოტივი პროკურატურამ სხვა ბრალდებულების ჩვენებებით დაადგინა. გამოძიებამ უკვე იცის რომ ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის დაპირისპირება ჯერ სუფრაზე მოხდა, შემდეგ ისინი შეარიგეს თუმცა მალევე კონფლიქტი უფრო გამწვავდა და გარეთ სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

ავტორი: საბა ბუაძე.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი