ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა - დავით ჯიჯეიშვილი

გამოქვეყნდა:

ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი აღიარებს, რომ მირიან კუკავა მის მიერ დანით მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

გამოძიება მას ორ მუხლს - განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. სასამართლო პროცესზე ჯიჯეიშვილმა თქვა, რომ ხულიგნობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"ხულიგნობაში არ ვცნობ თავს დამნაშავედ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა", - თქვა დავით ჯიჯეიშვილმა.

სასამართლო დავით ჯიჯეიშვილის გარდა, კიდევ 7 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 7 მათგან 5-ს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი