კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია გადადო

გამოქვეყნდა:

კოსოვოს მთავრობამ ეთნიკურ სერბებთან დაკავშირებით დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ სექტემბრამდე გადადო. ადგილობრივი მედია წერს, რომ შესაბამისი თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას აშშ-ის ელჩმა მიმრთა.

"კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა კატეგორიულად გმობს დღევანდელ კოსოვოს ჩრდილოეთით გზების გადაკეტვას და იქ შეიარაღებული პირების მიერ პოლიციის მიმართ სროლას. საუბარია კოსოვოს დესტაბილიზაციის ტენდენციაზე, საფრთხეს უქმნის მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვმია, რომ არაერთი აგრესიული აქტი იყო წაქზებული და მომზადებული ბელგრადის მიერ.

კოსოვო, სადაც ძირითადად ეთნიკურად ალბანელები ცხოვრობვენ, სერებეთს 1999 წელს გამოეყო და ოფიციალურად დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობას 100 ქვეყანა, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი აღიარებენ. სერბეთი კი კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 14 წლის შემდეგ ჩრდილოეთში მცხოვრები დაახლოებით 50 000 სერბი, სერბეთის ხელისუფლების მიერ გაცემულ სანომრე ნიშნებსა და დოკუმენტებს იყენებს. ისინი უარს აცხადებენ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას დაქვემდებარებული ინსტიტუტების აღიარებაზე.

​პრემიერმინისტრის, ალბინ კურტის მთავრობამ განაცხადა, რომ სერბებს 60 დღის ვადას მისცემდა კოსოვოს სანომრე ნიშნების მისაღებად. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქე, რომელიც სერბეთიდან კოსოვოში მიემგზავრება, შესვლისთვის საზღვარზე დამატებითი დოკუმენტი უნდა მიიღონ.

ანალოგიური წესი მოქმედებს კოსოველების მიმართ, რომლებიც სერბეთში ჩადიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი