კასპის პოლიციის უფროსი, რომელსაც "კრიმინალური ავტორიტეტები" დაუპირისპირდნენ, ხაშურში გადაიყვანეს 

გამოქვეყნდა:

კასპის პოლიციის უფროსი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ კრიმინალებთან დაპირისპირება მოუვიდა, ხაშურის განყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი ჩოქურის როტაცია გუშინ მოხდა. რა არის მიზეზი, ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებებს არ აკეთებენ. გომელაურის უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ჩოქურს ხაშურის საამმართველო ჩააბარეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჩოქურის მისამართით ადგილობრივმა ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ცეცხლი გახსნეს და დაემუქრნენ, რომ თუ მათ შევიწროვებას გააგრძელებს, შემდეგი ტყვია შუბლში მოხვდება. მაშინ ამაზე საუბრობდა ოპოზიციაც თუმცა, ფაქტი არ დაადასტურა არც ჩოქურმა და არც შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ცნობისთვის, გიორგი ჩოქური კასპის საკრებულოში, ჟურნალისტებზე განხორციელებული მასობრივი ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმის მთავარი ფიგურანტია თუმცა ის შსს-ში წამყვან თანამდებობებზე მუშაობას მაინც აგრძელებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი