საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც სახლები გაქურდეს და €23 000 მეტი ღირებულების ოქრო და ფული მოიპარეს

გამოქვეყნდა:

საბერძნეთში სამი ქართველი დააკავეს - ბერძნული მედიის ცნობით, ორმა მათგანმა ჩაიდინა ქურდობა კალამატაში და ბრუნდებოდნენ ათენში, რა დროსაც პოლიციამ ისინი დააკავა. მესამე კი ასევე მათი თანამზრახველი 37 წლის ქართველი კაცია, რომელმაც მანქანა იქირავა. 

გამოცემის ცნობით, კალამატას უსაფრთხოების პოლიციის მიერ, აკროპოლისისა და ათენის უსაფრთხოების დეპარტამენტებთან თანამშრომლობით. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 37 და 38 წლის კაცები და მათი თანამზრახველი დააკავეს. 

"28 ივლისს ორი უცხოელი, 37 წლის და 38 წლის, შეიჭრნენ კალამატაში ორ სახლში. მათი ნაძარცვი ორი საქმიდან იყო ნაღდი ფული, ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ღირებულება 23 000 ევროს აჭარბებს. მათ მფლობელობაში და ათენში არსებულ სახლში, ამოღებულია ოთხი მობილური ტელეფონი, ორი მონაცემთა შესანახი პორტატული მოწყობილობა, ლომბარდებიდან ორი ქვითარი, სადაც მათ გაყიდეს მოპარული ძვირფასეულობა და 38 ევრო" - ნათქვამია განცხადებაში. 

ორი მამაკაცი და მათი თანამზრახველი კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისა და ქურდობის ბრალდებით კალამატის რაიონულ პროკურატურაში გადაიყვანეს. გამოძიება კი გრძელდება იმის დასადგენად, მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები სხვა რეგიონებში ჩადენილ ქურდობაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი