
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სამშაბათს ტაივანს ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ ეს ცნობა ინფორმირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა.
პელოსიმ, რომელმაც აზიაში მოგზაურობა სინგაპურიდან დაიწყო, წყაროების ცნობით, სამშაბათს ღამე ტაივანში გაფრინდება. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის არ გააკეთებს კომენტარს პელოსის შესაძლო ვიზიტზე.
ერთ-ერთმა წყარომ უთხრა Reuters-ს, რომ შეერთებულმა შტატებმა აცნობა ზოგიერთ მოკავშირეს პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ. ორი სხვა წყაროს თქმით, პელოსმა დაგეგმა შეხვედრა აქტივისტების მცირე ჯგუფთან, რომლებიც ღიად საუბრობენ ჩინეთის მხრიდან ადამიანის უფლებების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება. დღეს ჩინეთმა მეორე გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი სამხედროები "გულხელდაკრეფილები არ ისხდებიან", თუ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანს ეწვევა.
ფოტო: ნენსი პელოსი სინგაპურელ პოლიტიკოსთან ლი ჰსიენ-ლუნგთან ერთად.