
თეთრი სახლის ინფორმაციით, თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთმა შესაძლოა დემონსტრირებას მიმართოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ეს შეიძლება მოიცავდეს ტაივანის მახლობლად რაკეტების გაშვებას ან ფართომასშტაბურ საჰაერო ან საზღვაო აქტივობას.
აზიის ვიზიტის ფარგლებში ნენსი პელოსი მალაიზიაში დღეს ჩავიდა. ტაივანურ და ამერიკულ მედიაში ამბობენ, რომ დღეს ღამე პელოსი ტაივანის დედაქალაქში, ტაიპეიში ჩასვლას გეგმავს. ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არაა.
ტაივანის პრემიერმა სუ ჩენგ-ჩანგმა თქვა, რომ კუნძული ნებისმიერ უცხოელ სტუმარს თბილად მიიღებს.
ტაივანი თვითმართვადი დემოკრატიაა, თუმცა ჩინეთი მას საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.