"განვიხილავთ, გამოვაქვეყნოთ კრიტიკული კომუნიკაცია" | ოლიგარქი ივანიშვილი "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ინტერესების დასაცავად შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. მორიგი განცხადება მისი ინტერესების დამცველთა გუნდმა გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ ივანიშვილი ცდილობს შვეიცარული ბანკის გადაწყვეტილებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მთავრობას მიაწოდოს.

ივანიშვილის უფლებადამცველები მასალების, მათ შორის კომუნიკაციის გასაჯაროვებით იმუქრებიან.

"განზრახული გვაქვს მივმართოთ შვეიცარიის პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე როგორც საფინანსო-საზედამხედველო ორგანოს. ასეთი სურვილი და ასეთი გეგმა განპირობებულია ორი მიზეზით, აქ საუბარია არა მხოლოდ იმ დარღვევათა ხასიათზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენ დავაში, არამედ, ჩვენი მიმართვა განპირობებულია კიდევ ერთი გარემოებით და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ "კრედიტ სუსის" არის შვეიცარიული საბანკო სისტემის ფლაგმანური ბანკი, არის მისი სისტემის შემქმნელი, აქედან გამომდინარე ის გარღვევები რასაც ადგილი აქვს ჩვენ საქმეზე და არა მარტო ჩვენ საქმეზე ვფიქრობთ, რომ საჭიროებს და მოითხოვს კანონმდებლის მხრიდან მეტ ყურადღებას და საზედამხედველო ორგანოს მხრიდან მეტ ყურადღებას.

ასევე განვიხილავთ, რომ გამოვაქვეყნოთ, გავასაჯაროოთ კრიტიკული კომუნიკაცია, ესეც ნაკარნახევია სრულიად ჯანსაღი დამოკიდებულებით საკითხისადმი, რომ აუდიტორიას არ შეექმნას შთაბეჭდილება და წარმოდგენა, რომ ჩვენ რაღაცას ვიგონებთ", - თქვა ყიფიანმა. 

იხილეთ უფლებადამცველების განცხადება სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი