"ჟურნალისტების კითხვები იქნებოდა დათვლილი" | სარჯველაძე კობახიძის მიერ დასავლეთის კრიტიკაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე პარტიის თავმჯდომარეზე OC Media-ს სტატიას ეხმაურება და ჟურნალისტების კითხვებს აბრალებს, რომ ირაკლი კობახიძე დასავლეთს აკრიტიკებს. 

სარჯველაძე ამბობს, რომ მედიას დათვლილი ექნება ის კომენტარები, სადაც კობახიძე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

"ყველგან იქნებოდა ჟურნალისტის დასმული კითხვები და ეს იქნა დათვლილი, ამიტომ ჟურნალისტების წვლილიც გაითვალისწინეთ, როცა რაოდენობის დათვლაზე გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, არითმეტიკული და რაოდენობრივი მაჩვენებელი, არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად კონვერტირდება თვისობრიობაში და მეორე, უნდა ვთქვა, რომ მე არ მახსენდება კრიტიკული შეფასებები დასავლეთ ევროპასა და ამერიკასთან მიმართებაში.

საკითხები, რომელიც მწვავედ დაისმება, ეს არ ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო კრიტიკული. ჩემთვის მნიშვნელოვანია თვითონ პასუხების შინაარსი, ამ თვალსაზრისით, მე წუნს ვერ ვუპოვიდი ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადებებს", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, OC Media-მ დაითვალა, რამდენჯერ გაუკრიტიკებია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს რუსეთი და ეს განცხადებები შეადარა უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ კომენტარებს.

აღმოჩნდა, რომ განცხადებებში კობახიძემ რუსეთის მიმართ კრიტიკული კომენტარები, მათ შორის უკრაინაში შეჭრის ან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ფარული კრიტიკა, მხოლოდ ცხრაჯერ შეძლო. ამ ფონზე, კობახიძემ 26-ჯერ გააკეთა კომენტარი უკრაინისა და უკრაინელი ოფიციალური პირების გასაკრიტიკებლად - საშუალოდ ექვს დღეში ერთხელ. 

თუმცა, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, მისი მთავარი სამიზნე იყო დასავლეთი, 57 კრიტიკული კომენტარით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი