
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა. აეროპორტში მას ქვეყნის დელეგაცია ხვდება.

ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვება.
რამდენიმე დღის წინ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან საუბარში დაჟინებით მოითხოვა, რომ ვაშინგტონმა ტაივანი ჩინეთის სუვერენულ ტერიტორიად აღიაროს. „ვინც ცეცხლს ეთამაშება, ის აუცილებლად დაიწვება“, - განაცხადა სი ძინპინმა.
ტაივანის პრემიერმა სუ ჩენგ-ჩანგმა კი თქვა, რომ კუნძული ნებისმიერ უცხოელ სტუმარს თბილად მიიღებს.