მედვედევი საქართველოს ემუქრება | კრემლის მორიგი უკიდურესად სახიფათო გზავნილი - "ოცნება" დუმს

გამოქვეყნდა:

კრემლის მორიგი უკიდურესად სახიფათო გზავნილი. პუტინის მარჯვენა ხელი და აგვისტოს ომის თანაავტორი დიმიტრი მედვედევი რუსეთის სახელით იმუქრება და საბჭოთა კავშირის აღდგენას და საქართველოს მიერთებას აანონსებს.  

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სახიფათო პოსტი სოციალური ქსელიდან მალევე გაქრა, თუმცა ის მორიგი განგაშის მიზეზი გახდა ყველასთვის "ქართული ოცნების" გარდა.

ყოფილი დიპლომატები, ექსპერტები და ისტორიკოსები მედვედევის მიერ ისტორიის გაყალბების მცდელობასა და დაანონსებულ აგრესიაზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ქვეყნის ოკუპაციის საფრთხე "ოცნების" ხელისუფლების პირობებში გაცილებით დიდია და ამის ნიადაგი რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციის პირობებში უკვე არსებობს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი