
არ არის საჭირო ტაივანის ვიზიტი კრიზისად გადაიქცეს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნენსი პელოსის ვიზიტი შეესაბამებოდა ერთი ჩინეთის პოლიტიკას. [ეს პოლიტიკა ნიშნავს, რომ აშშ აღიარებს ჩინეთის პოზიციას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ჩინეთის მთავრობა.]
როგორც კირბი ამბობს, აშშ ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას და ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს ნებისმიერ ცვლილებას, და ამბობს, რომ ნებისმიერი უთანხმოება მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
ჟურნალისტის, კითხვაზე მხარს უჭერს თუ არა პრეზიდენტი ბაიდენი ნენსი პელოსის გადაწყვეტილებას ტაივანში ვიზიტის შესახებ, ის პასუხობს, რომ ბაიდენი "პატივს სცემს" მის გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში იმყოფება. ეს არის პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობს.
იხილეთ ასევე: