ბაიდენი პელოსის გადაწყვეტილებას ტაივანში ვიზიტზე "პატივს სცემს" - კირბი 

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მხარს უჭერს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პელოსის ტაივანში მოგზაურობას, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა: ბაიდენი "პატივს სცემს" პელოსის გადაწყვეტილებას ტაივანში ვიზიტზე. 

„პრეზიდენტი, როგორც ყოფილი სენატორი, სრულად პატივს სცემს კონგრესის წევრების უფლებას და პრეროგატივას, გულწრფელად რომ ვთქვათ, კონგრესის წევრების პასუხისმგებლობას, ჩართონ პალატის სპიკერი საზღვარგარეთ გამგზავრებაში"- თქვა კირბიმ. 

ამასთან აშშ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ტაივანის თავდაცვასა და არა მის დამოუკიდებლობას.

"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას... ჩვენ მხარს ვუჭერთ ტაივანის თავდაცვას", - ამბობს კირბი.

მისი თქმით, პრეზიდენტ ბაიდენს სურს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კომუნიკაციის ხაზები ღია იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი