ჩეჩენი ბლოგერის მამიხან უმაროვის მკვლელობასთან დაკავშირებით ავსტრიული მედია დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ეროვნებით ჩეჩენი მამაკაცი ვენის გარეუბანში მოკლეს.
სავარაუდო მკვლელი პოლიციამ ქალაქ ლინცში დააკავა. დაკავებული მამაკაცი რუსეთის მოქალაქე და ეროვნებით ჩეჩენია. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია რუსეთის საელჩოს ავსტრიაში.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩენი ბლოგერი მამიხან უმაროვი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ვენის ახლოს მდებარე ქალაქში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, რამზან კადიროვს რეჟიმს წლების განმავლობაში ღიად უპირისპირდებოდა.