
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შშშ-ს ელჩი ჩინეთში, ნიკოლას ბერნსი უწეყბაში დაიბარა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად. ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
ჩინეთმა პელოსი დაადანაშაულა "განზრახ პროვოცირებასა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ცეცხლთან თამაშში". საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მის ქმედებებს უკიდურესად ამაზრზენი უწოდა და თქვა, რომ შედეგი სერიოზული იქნება.
"ვინც შეეცდება ტაივანის საკითხით მანიპულირებას პოლიტიკური სარგებლის მოსაპოვებლად, საბოლოოდ ისტორიაში სირცხვილის სვეტზე იქნება მიმაგრებული", - თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას უნდა შეეჩერებინა პელოსის "უგუნური ქმედება" და რომ ამ ვიზიტმა სერიოზულად დააზიანა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები.